ფეხბურთი

21:19 | 15.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"არ ვითხოვთ საჩუქარს, ჩვენ სამართლიანობა გვინდა!" - "ანორთოსისი" სასამართლოს მიმართავს

კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის 2019-2020 წლების სეზონის დასრულებლად გამოცხადების შემდეგ, გაირკვა, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზური ნიქოზიის „ომონიას“ ერგო. იმის მიუხედავად, რომ თემურ ქეცბაიას გუნდსაც ზუსტად იგივე რაოდენობის 46 ქულა აქვს.

სწორედ ამიტომ, „ანორთოსისში“ კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევენ და სიმართლისთვის ბრძოლას იწყებენ. ფამაგუსტელები სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართავენ.

„ანორთოსისი“ მიიღებს იურიდიულ ზომებს მისი სამართლებრივი უფლებების დასაცავად, როგორც ფინანსური, ისე მორალური კუთხით. ჩვენი არგუმენტი ემყარება ლოგიკური საკითხებს. „ომონია“ არ არის პირველი, ის „ანორთოსის“ თანაბარია სატურნირო ცხრილში და იმისთვის, რომ ჩემპიონი გამოვლინდეს, ჩვენს შორის მინიმუმ ერთი მატჩი უნდა გაიმართოს. ჩვენ არ ვითხოვთ ჩემპიონთა ლიგის საგზურს, ჩვენ ვამბობთ, რომ სამართლიანობა დაცული უნდა იყოს და გაიმართოს დამატებითი შეხვედრა, გამარჯვებული კი ჩემპიონთა ლიგაზე გავა. დებულებაში არაფერი წერია იმის შესახებ, სეზონის შეწყვეტის დროს პირველი ადგილი ვის უნდა დარჩენოდა“, - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, „ანორთოსისს“ სეზონის დასრულებულად გამოცხადების შემდეგ მეორე ადგილი და ევროპა ლიგის საგზური ერგო. თუმცა, შესაძლოა გადაწყვეტილება გადაიხედოს.

0.124482