ფეხბურთი

23:10 | 15.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"საშინელება იყო" - დელე ალის შეყვარებულმა თავდასხმის შესახებ ისაუბრა

ორი დღის წინ ლონდონის „ტოტენჰემის“ ფეხბურთელ დელე ალის საკუთარ სახლში შეიარაღებული პირები დაესხნენ და დაყაჩაღეს.

ინგლისელთან ერთად სახლში ჰარი ჰიკფორდი და მისი შეყვარებული რუბი მაე იმყოფებოდნენ. ამ უკანასკნელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საშინელება იყო, მაგრამ ახლა უსაფრთხოდ არიან.

„მადლობა ყველას, რომ დაგვიკავშირდით. საშინელი გამოცდილება იყო, მაგრამ ახლა ყველანი უსაფრთხოდ ვართ“, - დაწერა სოციალურ ქსელში რუბიმ.

შეგახსენებთ, რომ დელე ალის სახლიდან თავდამსხმელებმა 2 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების ძვირფასეულობა გაიტაცეს და ფეხბურთელს სახეზე მცირე ჭრილობაც მიაყენეს.

0.164804