ფეხბურთი

17:10 | 15.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაიას არ დაუჯერეს - კვიპროსში სეზონი გაუქმდა

კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ 2019-2020 წლების სეზონი დასრულებულად გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის გამო მიიღეს.

მას შემდეგ, რაც სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფმა უარყო ფეხბურთის ფედერაციის მიერ შემუშავებული ჯანმრთელობის მთელი რიგი ოქმები და რისკისგან თავის არიდების პროტოკოლი, სეზონის გაუქმების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება.

კერძოდ, ფედერაციამ განმარტა, რომ ვერ შეასრულებს ექსპერტთან ჯგუფის მოთხოვნას, ორი კვირის განმავლობაში გუნდის კარანტინს თუ რომელიმე ფეხბურთელი დაინფიცირდებოდა.

შედეგად, თემურ ქეცბაიას „ანორთოსისისთვის“, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძოდა, სეზონი დასრულდა. ფამაგუსტელები „ომონიასთან“ ერთად 46 ქულით ლიდერობას იყოფნდნენ. მომდევნო სეზონში ევროთასებზე სწორედ „ომონია“, „ანორთოსისი“, „აპოელი“ და „აპოლონი“ ითამაშებენ. ლიგიდან არავინ გავარდება და 12-გუნდის ნაცვლად მომავალ სეზონში 14 გუნდი ითამაშებს.

კვიპროსს ჩემპიონთა ლიგაზე "ომონია" წარადგენს, ხოლო "ანორთოსისი" ევროპა ლიგაზე, მაგრამ კვიპროსული მედიის ცნობით, თემურ ქეცბაიას გუნდი გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს და სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში აპირებს საჩივრის შეტანას, ამის შესახებ კლუბმა უეფას უკვე აცნობა.

0.117835