კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ ლაუტარო მარტინესის შესახებ ისაუბრა. არგენტინელს, რომელიც მილანის „ინტერში“ თამაშობს, „ბარსა“ აქტიურად აკვირდება და მისი შეძენა სურს.
მესისაც თანამემამულე როგორც ჩანს, ძალიან მოსწონს და მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
„ნამდვილად არ ვიცი, მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები, ამის შესახებ იდეა არ მაქვს. თუმცა, უკვე ვთქვი, რომ ლაუტარო შთამბეჭდავი თავდამსხმელია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ სრულყოფილია. ძლიერია, დრიბლინგი კარგად გამოსდის, გოლებს იტანს, ბურთს აკონტროლებს. ჩვენ უნდა დაველოდოთ და გავიგებთ რა მოხდება“, - უთხრა მესიმ Mundo Deportivo-ს.