"მილანის" თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მოედნის დარად ცხოვრებაშიც, რომ არაორდინალურია, ცნობილი ამბავია. ვეტერანი შვედი კორონავირუსი პანდემიისას სამშობლოში იმყოფებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც იტალიაში კლუბებმა მზადება დაიწყეს, აპენინზე დაბრუნება მოუწია.
იბრაჰიმოვიჩიც კლუბს დაემორჩილა, მილანში დაბრუნდა, მაგრამ ჯერ გარეთ გასვლის უფლება არ აქვს და 14-დღიან სავალდებულო კარანტინშია.
შვედმა ვარსკვლავმა ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც აივნიდაინ ქალაქს გადაჰყურებს და მისთვის ჩვეულ სტილში დაასათაურა: "ღმერთი დაბრუნდა და თქვენ გიყურებთ!"