ფეხბურთი

20:40 | 13.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს განახლების თარიღზე შეთანხმდნენ - ბოლო სიტყვა მთავრობაზეა

Lega Calcio-ს ხელმძღვანელობა და სერია A-ს კლუბები სეზონის განახლების თარიღზე შეთანხმდნენ. წარდგენილი იყო ორი ვარიანტი - 13 და 20 ივნისი.

კლუბების უმრავლესობამ მხარი 13 ივნისს დაუჭირდა, რის შედეგადაც, იტალიაში სეზონის განახლებას ზუსტად ერთ თვეში ვარაუდობენ.

თუმცა, ახლა მთავარი სიტყვა ქვეყნის ხელისფლებამ უნდა თქვას, რადგან ეს ვარიანტი სწორედ მთავრობას წარედგინა დასამტკიცებლად და საბოლოო გადაწყვეტილებაც მათ უნდა მიიღონ.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს გათამაშება 11 მარტს შეწყდა და მის დასრულებამდე 12 ტურია დარჩენილი. კლუბებმა ინდივიდუალურად მზადების პროცესი უკვე დაიწყეს, ხოლო 18 მაისიდან გუნდურად ვარჯიშის უფლებაც ექნებათ.

თეგებისერია A
0.120907