ფეხბურთი

22:19 | 13.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი: "კორონავირუსი მხოლოდ გრიპია, ფეხბურთი მაყურებლებით უნდა დაბრუნდეს"

„იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ სტეფანო ტაკონიმ განაცხადა, რომ ფეხბურთი უნდა განახლდეს და თანაც მაყურებლებით. იტალიელი მიიჩნევს, რომ კორონავირუსი ჩვეულებრივი გრიპია და არ შეიძლება ყველაფრის გაჩერება.

„ჩემთვის კორონავირუსი მხოლოდ გრიპია. როდესაც მეუბნებიან, რომ ათასი ადამიანი გარდაიცვალა, ისიც უნდა მითხრან, რომელი კორონავირუსით. არ შეიძლება ყველა ბალახი ნაყენისთვის გამოიყენო. მე მომხრე ვარ ფეხბურთი განახლდეს, მაყურებლებით!“, - განაცხადა ტაკონიმ.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის განახლება ამ ეტაპზე მხოლოდ დახურულ კარს მიღმა, უმაყურებლოდ განიხილება და კლუბები თარიღზეც შეთანხმდნენ (13 ივნისი). ახლა იტალიის ხელისუფლების ჯერია, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა დაამტკცოს ან უარყოს.

0.104101