მიუნხენის „ბაიერნის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ „ლაიფციგის“ თავდამსხმელ ტიმო ვერნერზე ისაუბრა.
გერმანელმა ფორვარდმა ცოტა ხნის წინ თქვა, „ბაიერნში“ გადასვლას, კარიერის უცხოეთში გაგრძელება მირჩევნიაო. რუმინეგიმეს პასუხი კი ხსენებულ განცხადებაზე ასეთია:
„სინამდვილეში გაკვირვებული არ ვარ, მაგრამ არასდროს მინახავს ფეხბურთელს ჭორების საპასუხოდ ასეთი განცხადება გაეკეთებინოს“, - თქვა რუმენიგემ.
შეგახსენებთ, ტიმო ვერნერით ინტერესს იტალიური და ინგლისური კლუბებიც იჩენენ, ფეხბურთელს კი „ლაიფციგის“ დატოვება გადაწყვეტილი აქვს.