„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა თავდასხმელმა დიმიტარ ბერბატოვმა „ლიდს იუნაიტედთან“ დაპირისპირება გაიხსენა, როდესაც დაცვაში თამაში მოუწია.
„რა თქმა უნდა მახსოვს, „ლიდსთან“ ცენტრალურ მცველად რომ ვითამაშე, ოღონდ ეს არა 5 წუთი, არამედ თითქმის ნახევარი საათი. თუმცა, ცოტას თუ ახსოვს, როგორ ვითამაშე ის მატჩი. ერთ ადამიანში ვიყავი ბარეზი, მალდინი და ბეკენბაუერი“, - თქვა ბერბატოვმა.
ბულგარელმა 2011 წლის 20 სექტემბრის შეხვედრა გაიხსენა, როდესაც „იუნაიტედმა“ „ლიდსი“ 3:0 დაამარცხა, ხოლო თვითონ ბოლო წუთებზე გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე დაცვის ცენტრში ითამაშა.