ფეხბურთი

1:04 | 12.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ის ჩემზე მეტად სრულყოფილია!" - პირლომ ფეხბურთის მომავალი ვარსკვლავი დაასახელა

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანდრეა პირლომ განაცხადა, რომ სანდრო ტონალი მისი მემკვიდრე არაა. პირლო მსგავსებას მხოლოდ ვარცხნილობაში ხედავს და მიაჩნია, რომ ტონალი უფრო მეტად სრულყოფილი მოთაშეა, ვიდრე თავად იყო.

„ამბობენ, რომ ტონალი ჩემი მემკვიდრეა. ჩემი აზრით, როგორც ფეხბურთელის ტიპი, ის ჩემნაირი არაა, უფრო მეტად თმებით მგავს და იმ ფაქტით, რომ „ბრეშაში“ თამაშობს. ვფიქრობ, რომ სულ სხვა ტიპის ფეხბურთელია, უფრო მეტად სრულყოფილი, როგორც დაცვით ფაზაში, ისე თამაშის თამაშის აწყობაში. სანდრო ჩემი და სხვა მოთამაშეების ნაზავია. რა თქმა უნდა, იტალიაში ყველაზე პერსპექტიული ნახევარმცველია, მაგრამ ჩემს მემკვიდრედ ვერ ვხედავ, რადგან განსხვავებული თამაშის სტილი აქვს. თუმცა ნამდვილად შესანიშნავი ფეხბურთელი გახდება“, - თქვა პირლომ.

შეგახსენებთ, 20 წლის სანდრო ტონალი „ბრეშას“ ღირსებას იცავს და 77 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, ხოლო იტალიის ნაკრების მაისური სამჯერ მოირგო. ტონალი „იუვენტუსი“ და „ინტერი“ ეპატიჟებიან და ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავად „ნერაძურიში“ გადასვლა აქვს გადაწყვეტილი.

0.112344