გერმანიაში ბუნდესლიგის შემდეგ თასის ახალი კალენდარიც გამოაქვეყნეს. ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ფინალი 4 ივლისს, ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“ გაიმართება.
ფინალამდე კი ნახევარფინალური მატჩები 9 და 10 ივნისს ჩატარდება. აქვე გეტყვით, რომ გერმანიის თასისთვის „ბაიერნი“, „აინტრახტი“, „ლევერკუზენი“ და „ზაარბრიუკენი“ იბრძვიან.
შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის განახლება კარს მოგვადგა და გერმანიის ჩემპიონატი 16 მაისიდან უმაყურებლოდ დაგვიბრუნდება.