ინგლისში ფეხბურთის თამაშზე თანხმობა გასცეს. ბრიტანეთის ხელისუფლებამ კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარების ნებართვა 1 ივნისიდან უკვე გასცა, ცხადია უმაყურებლოდ.
ეს კი, ნიშანია იმისა, რომ პრემიერლიგის ხელმძღვანელობას შეუძლია სეზონი განაახლოს და დაასრულოს. ახლა მათ იმაზე მსჯელობა მოუწევთ როგორ მოხდება სეზონი განახლება უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით.
საინტერესოა Telegraph-ის ცნობაც, რომელიც იტყობინება, რომ პრემიერლიგის რვა გუნდი წინააღმდეგია სეზონის განახლების.
აქვე გეტყვით, რომ პრემიერლიგის დასრულებამდე 11 ტურია დარჩენილი და ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა, როდიდან განახლდება.