ამსტერდამის „აიაქსის“ შემტევმა დავიდ ნერეშმა განაცხადა, რომ ლუკას მოურას მაისურის დაწვა უნდოდა. ბრაზილიელმა შარშანდელი სეზონის ნახევარფინალური მატჩი გაიხსენა.
„მახსოვს პირველი თამაშის შემდეგ ლუკას მოურას მაისური გავუცვალე, მაგრამ გულწრფელი უნდა ვიყო: მეორე თამაშის დასრულების შემდეგ მისთვის სახეში შეხედვაც არ მინდოდა. ავიღე ის მაისური და ვანადგურებდი, ვწვავდი.მინოდა მისი გაქრობა, რადგან იმ დღეს ისტორია შექმნა“, - განაცხადა ნერეშმა.
შეგახსენებთ, ზუსტად ერთი წლის წინ ლუკას მოურამ ამსტერდამში ჰეთ-თრიქი შეასრულა, „ტოტენჰემი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, ხოლო „აიაქსი“ მის მიღმა დატოვა.