ფეხბურთი

23:23 | 9.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი: "მესის და რონალდუს მეფობის დასასრული ახლოსაა"

ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის ეპოქა დასასრულს მიუახლოვდა.

ფრანგმა პორტუგალიელისა და არგენტინელის მემკვიდრეებიც დაასახელა - ნეიმარი და კილიან მბაპე.

„ჩვენ არასდროს გვინახავს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც მესი და კრიშტიანუ რონალდუ არიან, რომელთაც შეუძლიათ ხიფათის შექმნა არაფრისგან და რთულ სიტუაციაში. თუმცა ვფიქრობ, რომ მათი მეფობა დასასრულს უახლოვდება. ახალი თაობა მოდის და ორი მემკვიდრე უკვე არსებობს, მბაპე და ნეიმარი, ორივე პსჟ-ში თამაშობენ“, - თქვა ვენგერმა.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი 33, ხოლო კრიშტიანუ რონალდუ 35 წლისაა.

0.113099