ფეხბურთი

16:27 | 9.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ის ნამდვილი დამპალი ვაშლია" - კიელინიმ ფეხბურთში ყველაზე ცუდი პიროვნება დაასახელა

„იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ განაცხადა, რომ მარიო ბალოტელი და ფელიპე მელო ყველაზე ცუდი ადამიანები არიან, რომლებიც ფეხბურთში უნახავს.

იტალიელმა ფელიპე მელო დამპალ ვაშლს შეადარა და აღნიშნა, რომ მასთან ყოფნა მუდმივად ჩხუბის რისკის შემცველი იყო.

„ბალოტელი ცუდი ადამიანია, თანაგუნდელებს პატივს არასდროს სცემდა. მახსოვს, 2013 წლის კონფედერაციათა თასზე ბრაზილიასთან მატჩის შემდეგ ხელი არცერთს ჩამოგვართვა. მარიო ზოგისთვის მსოფლიოს 4-5 საუკეთესო ფეხბურთელში შედიოდა, მაგრამ მე ოცეულშიც არასდროს შემიყვანია. მასზე უარესი ადამიანი იყო ფელიპე მელო, ყველაზე საშინელი ვინც მინახავს. მასთან ყოველთვის ჩხუბის რისკი იყო, ნამდვილი დამპალი ვაშლი. ვერ ვიტან უპატივციმულობას“, - თქვა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინი და ფელიპე მელო „იუვენტუსში“ 2009-2011 წლებში თანაგუნდელები იყვნენ, ხოლო ბალოტელისთან ერთად იტალიის ნაკრებში თამაშობდა.

0.113979