„მილანის“ პრეზიდენტმა პაოლო სკარონიმ განაცხადა, რომ „მილანში“ ამჟამად რამდენიმე ფეხბურთელი კორონავირუსით არიან დაინფიცირებულნი, თუმცა კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია.
„მილანში“ რამდენიმე ფეხბურთელი გვყავს დაინფიცირებული და გამოჯანმრთელების პროცესში არიან. თუმცა, მალდინები, როგორც მამა, ისე შვილი ახლა კარგად არიან. მილანელო ღიაა, ჩვენ უკვე დავიწყეთ ვარჯიში და დისტანციას ვინარჩუნებთ“, - თქვა სკარონიმ.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე პაოლო და დანიელ მალდინების გარდა კლუბს კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა არ დაუდასტურებია. თუმცა, როგორც სკარონის განცხადებიდან ირკვევა, სხვა დაინფიცირებულებიც არიან.