ინგლისის პრემიერლიგის ხელმძღვანელობას სეზონის განახლება სურს და შექმნილ ვითარებაში უსაფრთხოების რამდენიმე წესის დაცვა აუცილებელი იქნება.
The Telegraph-ის ინფორმაციით, არსებობს ოთხი შეზღუდვა, რომელიც პრემიერლიგაში სულ მცირე მომდევნო 12 თვის განმავლობაში დაწესდება. საკითხი ჯერჯერობით განხილვის პროცესშია.
1. ფეხბურთელების თამაშის დროს მოედანზე გადაფურთხების უფლება არ ექნებათ. ლოგიკური არჩევანი იმის გათვალისწინებით, რომ ნერწყვი ვირუსის გავრცლეების ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა.
2. ფეხბურთელები თამაშის შემდეგ ვერ შეძლებენ მაისურების გაცვლას. მიზეზი ისაა, რომ ოფლიანი მაისური შეიცავს ვირუსის გავრცელების რისკს.
3. ფეხბურთელებს წყლის დალევა ერთსა და იმავე ბოთლიდან აკრძალული ექნებათ. მიზეზი იგივეა, რაც პირველ პუნქტში.
4. ფეხბურთელებს არ შეეძლებათ გოლის ზეიმი კოლექტიურ გარემოცვაში. ალბათ ეს არის ყველაზე რთული დირექტივა შესასრულებლად. ხშირად ფეხბურთელებს გოლის გატანის შემდეგ ბუნებრივი მიდრეკილება აქვთ სიხარული თანაგუნდელებთან ერთად გამოხატონ.
გარდა ხსენებული შეზღუდვებისა, მოსალოდნელია, რომ სხვა დამატებითი უსაფრთხოების გეგმა იქნება შემუშავებული. დიდი ხანია იმაზეც საუბრობენ, რომ სეზონის დარჩენილი ნაწილი ნეიტრალურ სტადიონებზე ჩაატარონ.