ფეხბურთი

23:20 | 7.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნიდერლანდური კლუბების ფეხბურთელებმა ხელფასები შეიმცირეს

ნიდერლანდების ერედივიზონისა და მეორე დივიზიონის ყველა ფეხბურთელმა ხელფასები შეიმცირა. ასეთი ნაბიჯი მას შემდეგ გადადგეს, რაც კორონავირუსმა ჩემპიონატებზე გადაუდებელი გავლენა მოახდინა.

ფეხბურთელებს, რომლებიც წელიწადში 500 ათას ევროზე მეტს გამოიმუშავებენ, გასამრჯელო 20%-ით, ხოლო ვისაც ხსენებულ რაოდენობაზე ნაკლები აქვთ, 17.5%-ით შეიმცირეს.

ეს გადაწყვეტილება ძალაში დეკემბრამდე ან იქამდე დარჩება, სანამ სეზონი არ დასრულდება.

მოგეხსენებათ, ნიდერლანებში 1 სექტემბრამდე სპორული აქტივობების განახლება აიკრძალა. გარდა ამისა, იქამდე სანამ ვაქცინა არ შეიქმნება, ფეხბურთის მატჩები მხოლოდ უმაყურებლოდ ჩატარდება.

ცნობისთვის, ნიდერლანდური კლუბები ხელფასების შემცირებით წელიწადში 35 მილიონ ევროს დაზოგავენ.

0.118107