საფეხბურთო კლუბ „ტორინოს“ ერთი ფეხბურთელი კორონავირუსით დაინფირებულია. სერია A-ს კლუბებში რამდენიმე კვირა არავინ დაინფიცირებულა, მაგრამ „ხარების“ ვებგვერდმა ცოტა ხნის წინ ცუდი ინფორმაცია გაავრცელა.
„ფეხბურთელებზე ჩატარებული პირველი სამედიცინო შეომწმების დროს გამოჩნდა, რომ ერთი ფეხბურთელი COVID-19-ზე დადებითია. მოთამაშე ამჟამად უსიმპტომოა და დაუყოვნებლივ კარანტინში გადავიდა, მასზე დაკვირვება მიმდინარეობს“, - წერს ტურინული გუნდის ვებგვერდი.
ფეხბურთელის ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია. იტალიური მედია არ გამორიცხავს, რომ ამ ფაქტმა სეზონის განახლება-არგანახლებაზე გავლენა იქონიოს. იტალიაში ისედაც აზრთა სხვადასხვაობა იყო და ფაქტია, ფეხბურთელის დაინფიცირება სიტუაციას კიდევ უფრო გაამძაფრებს.