ფეხბურთი

0:53 | 6.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"არ მაინტერესებს მერკელი და უეფა რას გადაწყვეტს, სამარცხვინოები ხართ!" - იტალიური გუნდის პრეზიდენტი განრისხდა

იტალიური „ბრეშას“ პრეზიდენტი მასიმო ჩელინო განრისხებულია და სეზონის განახლების წინააღმდეგია. ჩელინოს განცხადებით, ეს აღარ არის მისი ფეხბურთი და არც აინტერესებს რა გადაწყვეტილებას მიიღებენ.

მან იტალიის ფეხბურთის და სპორტის მმართველებს სამარცხვინოები უწოდა, რადგან ისინი გერმანიიდან ანგელა მერკელისა და უეფას გადაწყვეტილებას ელოდებიან.

„არ მაინტერესებს დავუბრუნდებით თუ არა თამაშს, ისინი იმას აკეთებენ, რაც უნდათ. ჩემი განცხადებები ღია და ნათელია. ანგელა მერკელის გადაწყვეტილებას ველოდებით? სირცხვილია! ჩვენ გვყავს ლიგის პრეზიდენტი, ფედერაციის პრეზიდენტი, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, სპორტის მინისტრი და ამ დროს სხვებს ველოდებით? არ მაინტერესებს რას იზამს მერკელი და უეფა! იტალიამ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად უნდა მიიღოს, ჩვენ ღირსების გარეშე ვართ.

ეს აღარ არის ჩემი ფეხბურთი, ეს ფეხბურთია მომავლის გარეშე. იტალიაში საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტობა შეუძლებელი გახდა“, - თქვა ჩელინომ.

აქვე გეტყვით, რომ „ბრეშა“ გასავარდნ ზონაში თითქმის უიმედოდ იმყოფება და არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვით ჩელინო სეზონის ჩაშლას იმ იმედით ითხოვს, რომ მისი გუნდი სერია A-ში ადგილს შეინარჩუნებს.

0.115047