ფეხბურთი

12:24 | 5.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მეგონა, რომ ქვეყნიდან გამაგდებდნენ" - "მილანის" ექსმწვრთნელი კლუბის ვეტერანებთან შეხვედრას იხსენებს

ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ალბერტო ძაკერონიმ „მილანში“ მუშაობის დასაწყისი გაიხსენა. ძაკერონის განცხადებით, ის გუნდში არიგო საკისა და ფაბიო კაპელოს წარუმატებელი მუშაობის შემდეგ მივიდა (საკიმ და კაპელომ 1996-1998 წლებში „როსონერიში“ ფიასკო განიცადეს - რედ) და მათთან შედარებით არაფრისთვის ჰქონდა მიღწეული.

მიუხედავად ამისა, გუნდის ვეტერანმა ფეხბურთელებმა ძალიან კარგად მიიღეს და გვერდშიც დაუდგნენ.

„მილანის“ ფეხბურთელებს ბოლო ორ სეზონში ისეთ მწვრთნელებთან ჰქონდათ ჩავარდნა, როგორებიც საკი და კაპელო იყვნენ. მოულოდნელად მათ ჩემნაირი მწვრთნელი დაუნიშნეს, რომელიც „უდინეზედან“ მივედი. კარგი შედეგის მცირე შანსი იყო, მაგრამ იმ გუნდს დიდი ხარისხი ჰქონდა.

თუმცა, ფეხბურთელებისგან თვისებების მაქსიმალურად მისაღებად საჭიროა მათი დარწმუნება, რომ მსხვერპლი გაიღონ. ამიტომაც, კლუბის სენატორებთან, მალდინისთან, კოსტაკურტასთან და ალბერტინისთან მივედი. ვუთხარი, რომ სამი თავდამსხმელით თამაშს ვაპირებდი. იმ მომენტში ვფიქრობდი, რომ ისინი ქვეყნიდან გამაგდებდნენ, მაგრამ მითხრეს: „მისტერ, თუ თქვენ დარწმუნებული ხართ, ჩვენ მოგყვებით“. მადლობა მათ, რომ ის სკუდეტო რეალბად აქციეს“, - თქვა ძაკერონიმ.

შეგახსენებთ, რომ ალბერტო ძაკერონი „მილანს“ 1998 წლის ზაფხულიდან 2001 წლის მარტამდე წვრთნიდა და ამ პერიოდში გუნდს ერთადერთი ტიტული, 1999 წელს სკუდეტო მოაგებინა.

0.113367