იტალიის სპორტის მინისტრმა ვინჩენცო სპადაფორამ განაცხადა, რომ ამ დროისთვის სერია A-ს განახლებაზე საუბარი არ ყოფილა.
„ბოლო დროს ბევრი უცნაური რამ წავიკითხე, მაგრამ იმასთან შედარებით, რასაც ფეხბურთზე ვამბობდი, არაფერი შეცვლილა. გუნდური ვარჯიშები 18 მაისამდე არ განახლდება, ხოლო ამ დრომდე სეზონის განახლების შესახებ არ გვისაუბრია“, - დაწერა ფეისბუქში სპადაფორამ.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან რამდენიმე იტალიურმა გუნდმა ვარჯიში უკვე დაიწყო, ოღონ ფეხბურთელებს მხოლოდ ინდივიდუალურად ვარჯიშის ნება აქვთ.