იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა მარკო მატერაციმ ინსტაგრამში კიდევ ერთხელ გაიხსენა ზინედინ ზიდანთან მომხდარი ცნობილი დაპირისპირება. იტალიელი იხსენებს, რომ ზიდანმა მაისური შესთავაზა, მან კი უპასუხა, რომ მაისურს მისი და ერჩივნა.
„ზიდანის თავური? იმ მომენტში არ ველოდებოდი. გამიმართლა, რომ არ ველოდებოდი ასეთ პასუხს, წინააღმდეგ შემთხვევაში ორივეს გასახდელში მოგვიწევდა შესვლა.
რა ვუთხარი? საჯარიმოში კონტაქტი გვქონდა, ის პირველ დამატებით დროში ახლოს იყო გოლთან და გატუზომ მითხრა გამენეიტრალებინა. პირველი შეჯახების შემდეგ ბოდიში მოვუხადე და მას ცუდი რეაქცია ჰქონდა. მესამე ასეთი ბრძოლის შემდეგ მითხრა, რომ მაისურს მოგვიანებით მომცემდა. ვუპასუხე, რომ მაისურს მისი და მერჩივნა“, - თქვა მატერაციმ.
შეგახსენებთ, ზინედინ ზიდანმა 2006 წლის მუნდიალის ფინალში კარიერაში ბოლო თამაში ჩაატარა და მატერაცის ცნობილი ინციდენტით ლეგენდარული ფეხბურთელის კარიერა დასრულდა.