ფეხბურთი

11:16 | 1.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლივერპულის მერი: "პრემიერლიგის განახლება შეცდომა იქნება, "ლივერპული" ჩემპიონად უნდა გამოაცხადონ"

ლივერპულის მერი ჯო ანდერსონი მიიჩნევს, რომ ინგლისის პრემიერლიგის შეწყვეტილი სეზონი არ უნდა განახლდეს, ხოლო „ლივერპულს“ ჩემპიონის ტიტული გადაეცეს.

ქალაქის ხელმძღვანელმა იმ სირთულეებზე ისაუბრა, რაც პრემიერლიგის განახლებას მოჰყვება, თუმცა ამის მიუხედავად დარწმუნებულია, რომ ჩემპიონობა „წითლებმა“ დაიმსახურეს და სეზონის განახლების გარეშეც ჩემპიონი უნდა გახდნენ.

„სეზონის განახლება რთული იქნება, რადგან ვფიქრობ, რომ ბევრი ადამიანი არ იქნება, რომელიც რეგულაციებს დაიცავენ. ბევრი ადამიანი მივა სტადიონთან ჩემპიონობის საზეიმოდ და მესმის პოლიციის შეშფოთება, რადგან ხალხის განცალკევება და სოციალური დისტანციის დაცვა ძნელი იქნება ტიტულის აღნიშვნის მომენტში. ნეიტრალურ სტადიონზე თამაშიც სცენარს მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის.

ვთხოვთ პრემიერლიგას და მთავრობას, რომ გაითვალისწინონ ყველა ეს საზრუნავი. „ლივერპული“ ჩემპიონი უნდა გახდეს, ეს დაიმსახურა, სეზონი კი დასრულებულად უნდა გამოცხადდეს“, - თქვა ანდერსონმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის დასრულებამდე 11 ტურია დარჩენილი და „ლივერპულს“ 25-ქულიანი უპირატესობა აქვს.

0.112439