ფეხბურთი

21:37 | 30.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგის ფეხბურთელები პირბადეებით ივარჯიშებენ

ინგლისის პრემიერლიგის კლუბები საწვრთნელ პროცესს მკაცრი რეგულაციების დაცვით განაახლებენ. ბრიტანული მედიის ცნობით, ფეხბურთელები პირბადეებით ივარჯიშებენ.

ამასთან, დეზინფიცირებული იქნება ბურთი და მათ შორის ყველა დანარჩენი ნივთი, რასაც ვარჯიშის დროს გამოიყენებენ. ავტოსადგომზე კი მანქანების გაჩერებაც კი დისტანცირებულად მოუწევთ.

ვარჯიშების დაწყებამდე 48 საათით ადრე ყველა ფეხბურთელი ტესტს ჩაიტარებს და უარყოფით პასუხის შემთხვევაში შეეძლებათ საწვრთნელი პროცესის დაწყება.

0.106391