ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები, რომელიც კორონავირუსის გამო 2021 წლისთვის (23 ივლისი - 8 აგვისტო) გადაიდო, შესაძლოა საერთოდ გაუქმდეს თუ იმ დროისთვის პანდემია კონტროლის ქვეშ არ იქნება.
ამის შესახებ განცხადება ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, იოშირო მორიმ გააკეთა:
„თუ პანდემია კვლავ იქნება, ჩვენ ოლიმპიური თამაშების გაუქმება მოგვიწევს, რადგან ტექნიკურად რთული იქნება შეჯიბრის ორი წლით გადადება“, - თქვა მორიმ.
კომენტარი გააკეთა კობეს უნივერსიტეტის პროფესორმა კენტარო ივატამ, რომელიც ასევე ხედავს სირთულეებს, თუ იმ დროისთვის ვაქცინა მზად არ იქნება:
„არ ვამბობ, რომ ოლიმპიადა არ უნდა ჩატარდეს, მაგრამ რთული იქნება. ამისთვის ჩვენი მინიმუმ ორი აუცილებელი პირობა გვჭირდება 2021 წლის ზაფხულში: COVID-19-ის კონტროლი იაპონიასა და ყველგან, რადგან ჩვენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გულშემატკივრები და სპორტსმენები უნდა გვეწვიონ“, - განაცხადა ივატამ.