„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად თამაშზე ოცნებობს. როგორც ბელგიელმა განაცხადა, მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს რომელი თავდამსხმელი იქნება მასთან ერთად მოედანზე.
„მინდა ისეთ თავდამსხმელებთან ერთად ვითამაშო, როგორიც ტიერი ანრი იყო ან კრიშტიანუ რონალდუა. სწრაფი ვარ, შემიძლია მეტოქის დაცვაში სივრცეების პოვნა, ამიტომ ჩემს სათამაშო სტილთან თავდამსხმელები ძალიან მნიშვენლოვანია. რონალდუსთან ერთად რომ ვთამაშობდე, შემეძლებოდა სამი მეტრის სიმაღლეზე ჩაწოდებაც, მაგრამ ის მაინც შეძლებდა გოლის გატანას“, - ბოლოს ხუმრობით აღნიშნა ბელგიელმა.