ფეხბურთი

0:14 | 26.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ვერ მოვხერხე დიდ ფეხბურთელად მექცია" - კაპელომ კარიერის სინანული დაასახელა

ცნობილი იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო თავისი კარიერის ყველაზე დიდ სინანულად ანტონიო კასანოს ასახელებს. მისი განცხადებით, კასანოს შეეძლო დიდი ფეხბურთელი გამხდარიყო, მაგრამ არ დაუჯერა.

„კასანო ჩემი ყველაზე დიდი სინანულია, რადგან ვერ ვაქციე დიდ ფეხბურთელად, რაც შეეძლო. ძალიან ბევრს ვმუშაობდი მასზე, მაგრამ ვერ მოვახერხე. ერთხელ მის მეუღლეს შევხვდი და ვკითხე, რატომ არ დაქორწინდნენ 21 წლის ასაკში, ასე უფრო ადვილი იქნებოდა ანტონიოს დამორჩლება.

ზლატანი? იბრაჰიმოვიჩი „იუვენტუსში“ „აიაქსიდან“ გადმოვიდა და უბრალოდ გასართობად თამაშობდა. მისთვის გოლის გატანა მიზანს არ წარმოადგენდა. პოტენციალი, რომელიც ჰქონდა, უფრო მეტი შეეძლო და ვუთხარი, რომ საცირკო წარმოდგენებით ნაკლებად უნდა დაკავებულიყო. შესანიშნავი ფეხბურთელი გახდა და 38 წლის ასაკშიც აჩვენებს ამ ყველაფერს. ყველაფერი მისი დამსახურებაა, მე უბრალოდ რჩევა მივეცი და მან ყველაფერი პრაქტიკაში გამოიყენა“, - თქვა კაპელომ.

შეგახსენებთ, იტალიელი იბრაჰიმოვიჩს 2004-2006 წლებში „იუვენტუსში“ ავარჯიშებდა, ხოლო კასანოსთან მუშაობა ჯერ „რომაში“ და შემდეგ „რეალში“ მოუწია.

0.114394