ფეხბურთი

19:17 | 25.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფორლანი: "ჩემს ხელფასზე უარს არანაირი სიტუაცია და კორონავირუსი უარს ვერ მათქმევინებს"

მონტევიდეოს „პენიაროლის“ მთავარი მწვრთნელი დიეგო ფორლანი წინააღმდეგია, რომ კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად ხელფასი შეუმცირდეს.

ურუგვაელის განცხადებით, საკუთარ ხელფასზე უარს არცერთ სიტუაციაში არ იტყვის და ეს კლუბის პრეზიდენტს უკვე უთხრა.

„ერთი თვის წინ პრეზიდენტ კატინოს ვესაუბრე და გამაცნო სიტუაცია, მე კი ვუპასუხე, რომ მნიშვნელოვანი იყო, ფეხბურთელების ხელფასი გარანტირებული ყოფილიყო, მაგრამ ასევე მსურდა ჩემი ხელფასის შენარჩუნება. არცერთ ვითარებაში არ მინდა ჩემს ხელფასზე უარი ვთქვა. ავიღებ იმას, რაც მეკუთვნის და რისი გადახდაც ხელმძღვანელობას შეუძლია“, - თქვა ფორლანმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.123835