ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა მარკო მატერაციმ ზლატან იბრაჰიმოვიჩი გააკრიტიკა. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონის განცხადებით, შვედი დიდ ფეხბურთელებში არ შედის.
„ზლატანთან არანაირი ურთიერთობა აღარ მაქვს. თავიდან ჩვენ ორი ბოშა ვიყავით და ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ შემდეგ რაღაც შეიცვალა, თუმცა ეს პრობლემა არაა. საფეხბურთო თვალსაზრისით ფენომენია, მაგრამ ყველაზე დიდ ფეხბურთელებს შორის არაა, მიუხედავად იმისა, რომ თავად თავი ღმერთი ჰგონია.
იბრა თუ ტოტი? ეს დამოკიდებულია იმაზე ჩემპიონატის მოგება გსურს თუ მსოფლიო ჩემპიონატის... მე ტოტის ვირჩევ", - განაცხადა მატერაციმ.
შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი და მატერაცი მილანის „ინტერში“ 2006-2009 წლებში თანაგუნდელები იყვნენ.