ლონდონის „არსენალის“ სამმა ფეხბურთელმა უარი თქვა კლუბის შეთავაზებულ წინადადებაზე, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში ხელფასების შემცირებას უკავშირდება.
სამიდან ორი ფეხბურთელის ვინაობა ჯერ კიდევ ანონიმურია, მაგრამ ერთი მესუთ იოზილია, რომელსაც „მეთოფეთა“ რიგებში ყველაზე მაღალი ხელფასი აქვს.
აღსანიშნავია, რომ იოზილსა და „არსენალის“ ხელმძღვანელობას შორის უკვე კარგა ხანია ურთიერთობა გაფუჭებულია. ხელფასების დაკლებაზე შეუთანხმებლობამ კი შესაძლოა გერმანელის გუნდიდან წასვლა განაპირობოს.