„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელ ნეიმარს „ბარსელონაში“ დაბრუნების დიდი სურვილი აქვს და მზადაა დათმობაზე წავიდეს.
როგორც Mundo Deportivo წერს, ბრაზილიელი უარს ამბობს ახალ კონტრაქტზე, რომელსაც პსჟ სთავაზობს. ფრანგები მზად არიან ნეიმარს სეზონში 30-მილიონიანი ხელფასი 38 მილიონ ევრომდე გაუზარდონ.
თუმცა, სამხრეთ ამერიკელი უარზეა და ესპანურ გამოცემას თუ დავუჯერებთ, მზადაა „ბარსელონაში“ გადასასვლელად ამჟამინელი ხელფასის ნახევარზეც თანხმობა განაცხადოს.
შეგახსენებთ, ნეიმარი პსჟ-ში 222 მილიონ ევროდ გადავიდა და გასულ ზაფხულს „კამპ ნოუზე“ დაბრუნებასთან ძალიან ახლოს იყო.