„ვულვერჰემპტონის“ ვებგვერდმა თემურ ქეცბაიას ულამაზესი გოლი გაიხსენა, რომელიც „შეფილდ უენსდის“ გაუტანა.
2000-2001 წლების სეზონის პირველ ტურში ქართველმა მეტოქის კარი ძლიერი დარტყმით აიღო. ეს 2000 წლის 13 აგვისტოს მოხდა.
„ვულვზი“ სწორედ იმ დღეს, განაცხადში მყოფი 16 ფეხბურთელის შესახებ ქვიზს მოამზადებს და გულშემატკივრებს წარუდგენს. აქვე გეტყვით, რომ ქეცბაიამ „ვულვზში“ ერთი სეზონი ითამაშა და 29 მატჩში 4 გოლი გაიტანა.