ფეხბურთი

23:04 | 20.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლემანი გულშემატკივრების მატჩებზე დასწრების საინტერესო იდეით გამოვიდა

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ფეხბურთი დაპაუზადა, მაგრამ ბოლო დროს მიდის საუბარი სეზონი განახლების ვარიანტებზე. თითქმის გადაწყვეტილია, რომ სეზონი დახურულ კარს მიღმა გაგრძელდება და მაყურებლები სტადიონებზე არ დაიშვებიან.

ვეტერანი გერმანელი კიპერი იენს ლემანი კი საინტერესო იდეით გამოვიდა და განაცხადა, რომ 10-მეტრიანი დისტანციის დაცვა ქომაგებს შორის შესაძლებელია.

„რატომ არ შეიძლება „ალიანც არენაზე“ 20 ათასი შევიდეს, როდესაც სტადიონის ტევადობა 70 ათასია? 10 მეტრი საკმარისი იქნებოდა, რომ თავიდან ავიცილოთ დაინფიცირება, გულშემატკივრებს ერთმანეთთან კონტაქტი არ ექნებათ“, - თქვა ლემანმა.

0.118069