ლეგენდარულმა ესპანელმა მეკარემ იკერ კასილიასმა განაცხადა, რომ გულის შეტევის შემდეგ მისი ცხოვრება შეიცვალა. იკერი იხსენებს, რომ თავიდან სიარულის ეშინოდა.
„მას შემდეგ, რაც გულის შეტევა მივიღე, რაღაცები შეიცვალა, განსაკუთრებით ჩემს თავში. ყველა მომენტიდან უფრო მეტი ღირებულებების აღება ვისწავლე. ზოგჯერ ფეხბურთელები ამას არ ვაკეთებთ, არ ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს და არ გვჯერა, რომ ადამიანების გახარება შეგვიძლია. ეს შეიცვალა.
გულის შეტევის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში სიარულის მეშინოდა, მოწყენილი ვიყავი. ამჟამად კარგად ვარ, მაგრამ ვფრთხილობ. მხოლოდ ექიმებს შეუძლიათ იმის თქმა, რისი გაკეთება შემიძლია და რისი - არა. ახლა ცხოვრებას სხვა თვალით ვუყურებ“, - აღნიშნა კასილიასმა.
შეგახსენებთ, კასილიასმა გულის შეტევა ზუსტად ერთი წლის წინ, 1 მაისს მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია.