ფეხბურთი

20:39 | 18.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი: "იბრაჰიმოვიჩი მესისა და რონალდუს სიმაღლეზე დგას"

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი მიიჩნევს, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს სიმაღლეზე დგას.

„ზლატანი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. მე მას იგივე დონეზე ვაყენებ, სადაც მესი და რონალდუ არიან. სადაც ითამაშა, ყველგან ჩემპიონი გახდა და უამრავ გოლს იტანდა. მიმდინარე წელსაც „მილანშიც“ კარგად თამაშობდა, მაგრამ მომავალში რა მოხდება არ ვიცი“, - თქვა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, რომ რობერტო მანჩინი იბრაჰიმოვიჩის მწვრთნელი მილანის „ინტერში“ 2006-2008 წლებში იყო.

0.109678