ინსტაგრამის პირდაპირ ეთერში კრისტიან ვიერი ფრანჩესკო ტოტის ესაუბრა. დიალოგის დროს ტოტისთან კატა გამოჩნდა, რომელიც ვიერის თავიდან ძაღლი ეგონა, რადგან კატას თმები არ აქვს.
როგორც ტოტიმ ყოფილ თანაგუნდელბს უამბო, ამ კატის გამო მეუღლესთან, ილარი ბლაზისთან გაყრას აპირებდა.
„ჩემს მეუღლეს ვკვლავდი, რადგან უთმო კატა იყიდა და დონა პაოლა დაარქვა. ძალიან ცხელია, ღამე ლოგინში ფეხებს შორის სძინავს. ამ კატის გამო მეუღლესთან გაშორებას ვაპირებდი (იცინის რედ). მე არ მინდოდა, მას კი ნებისმიერ ფასად უნდოდა კატის ყოლა. ერთ დღეს სახლში მოიყვანა, გადაწყვეტილება თვითონ მიიღო და ამის გამო ორი დღე არ ველაპარაკებოდი, მერე კი შემიყვარდა“, - თქვა ტოტიმ.