მადრიდის „რეალის“ ყოფილმა პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა განაცხადა, რომ 2009 წელს კრიშტიანუ რონალდუს „ბარსელონაში“ გადასვლა შეეძლო, მაგრამ არჩევანი „სამეფო კლუბზე“ გააკეთა.
„მანჩესტერ იუნაიტედთან“ მოლაპარაკება რთული იყო, რადგან არ სურდათ ფეხბურთელის დაკარგვა, მაგრამ რონალდუ ჩვენთან შეთანხმებული იყო, მას „რეალში“ მოსვლა უნდოდა.
განსაკუთრებით სერ ალექს ფერგიუსონს არ სურდა კრიშტიანუ „რეალში“ გადასულიყო, ჩვენში კონკურენტს ხედავდა, ამის გამო ფეხბურთელს „ბარსელონას“ სთავაზობდა. თუმცა, რონალდუ გადამწყვეტი იყო, მან განაცხადა, რომ ჩვენთან შეთანხმებული იყო და საბოლოოდ ტრანსფერიც შედგა“, - განაცხადა კალდერონმა.