ფეხბურთი

22:14 | 17.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

მაროკოს ჩემპიონმა COVID-19-თან მებრძოლი ფონდისთვის 60 ათასი ვირტუალური ბილეთი გაყიდა

მაროკოს მოქმედმა ჩემპიონმა „ვიდადმა“ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში თავისი წვლილი შეიტანა. კლუბმა 60 ათასი ვირტუალური ბილეთი გაყიდა, რომლისგან შემოსული თანხა COVID-19-თან ბრძოლის ფონდში გადარიცხა.

გუნდის ფეხბურთელებისა და ხელმძღვანელობის ინიციატივით გაიყიდა მატჩზე დასასწრები ბილეთები, რომლის მინიმალური ფასი 3 ევროზე ოდნავ ნაკლები იყო. მიუხედავად იმისა, რომ ცხადია, არავითარი თამაში არ იმართებოდა, გულშემატკივრები აქციაში აქტიურად ჩაერთვნენ და ყველა ბილეთი რეალიზდა - 60 ათასი.

შედეგად, „ვიდადმა“ 160 ათასი ევრო შეაგროვა, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის სპეციალურ ფონდს მთლიანად გადასცა.

თეგებივიდადი
0.112048