„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა 2013 წლის ზაფხულს განვითარებული მოვლენები გაიხსენა, როდესაც „წითელი ეშმაკები“ ჩაიბარა.
შოტლანდიელი ყველაზე მეტად ნანობს, რომ მაშინ „ბაიერნიდან“ ტონი კროოსი ვერ შეიძინა.
„თუ სინანულზე ვისაუბრებთ, ტონი კროოსი ნამდვილად პირველ ადგილზეა. იმავე პერიოდში გვინდოდა გარეთ ბეილისა და სესკ ფაბრეგასის ყიდვაც. თუმცა უნდა ვთქვა, რომ „ევერტონშიც“ მქონდა ასეთი სიტუაცია, როდესაც ახლოს ვიყავით კარგი ფეხბურთელის ყიდვასთან და ოპერაცია ვერ დავასრულეთ“, - გაიხსენა მოიესმა.
შეგახსენებთ, რომ დევიდ მოიესმა „მანჩესტერ იუნაიტედში“ სერ ალექს ფერგიუსონი შეცვალა, მაგრამ წარუმატებლად იმუშავა და გუნდიდან ერთი სეზონის შემდეგ დაითხოვეს.