ფეხბურთი

1:16 | 16.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს განახლება ერთ თვეში შესაძლებელი იქნება

იტალიის სამეცნიერო კომიტეტის წევრმა ჯოვანი რეცამ განაცხადა, რომ სერია A-ს განახლება ერთ თვეში შესაძლებელი იქნება. თუმცა, ცხადია მკაცრი ზომებით და რაც მთავარია, დახურულ კარს მიღმა.

„დიახ, თამაში შესაძლებელია დახურულ კარს მიღმა და მკაცრი ზომებით. აუცილებელი იქნება, შევეცადოთ მოთამაშეებსა და მომსახურე პერსონალს შორის გადამდები დაავადების რისკის ზომები შევამციროთ.

დღეს ჩემპიონატი ვერ განახლდება, მაგრამ ერთ თვეში შესაძლოა განახლდეს, რა თქმა უნდა, უმაყურებლოდ და ძალიან მკაცრი ზომები უნდა მივიღოთ. შესაბამისი უწყებები უკვე მსჯელობენ რისკის შემცირების ზომებზე“, - განაცხადა რეცამ.

შეგახსენებთ, სერია A-ს გათამაშება 8 მარტს შეწყდა. დღესვე ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, Lega-ს ხელმძღვანელობა გეგმავს, რომ ჯერ სერია A, შემდეგ სერია B და ბოლოს სერია C ეტაპობრივად განაახლოს.

0.116498