ფეხბურთი

17:01 | 14.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

პროგნოზი იტალიიდან: "სტადიონზე მაყურებლები მხოლოდ ვაქცინის არსებობის შემდეგ უნდა დაუშვან"

იტალიის ჯანდაცვის მინისტრი სანდრა ძამპა მის სამშობლოში ფეხბურთის მაყურებლებით ჩატარების წინააღდეგია. მისი თქმით, მაყურებლები სტადიონებზე მხოლოდ მას შემდეგ უნდა დაუშვან, რაც ვაქცინა იარსებებს.

„სავსე სტადიონებზე თამაში მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც სრულად უსაფრთხოდ ვიქნებით და ეს მხოლოდ ვაქცინის შექმნის შემდეგ მოხდება. ვფიქრობ, რომ უმაყურებლოდ მატჩების ჩატარებისთვის ერთი თვის ლოდინი მოგვიწევს და ამაში კატასტროფული არაფერია“, - განაცხადა ძამპამ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატი 8 მარტიდან მოყოლებული შეწყვეტილია და მისი განახლების დრო ამ ეტაპზე უცნობია.

0.125608