ფეხბურთი

17:15 | 13.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

კაპიტნების LIVE

გუშინ ინსტაგრამში პირდაპირ ეთერში იტალიის სერია A-ს გამორჩეული კლუბების ლეგენდარულმა კაპიტნებმა ისაუბრეს.

თავიდან ალესანდრო დელ პიერო და ფრანჩესკო ტოტი საუბრობდნენ, შემდეგ მათ პაოლო მალდინი და ხავიერ ძანეტი შეუერთდნენ.

დელ პიერო - მე და ფრანჩესკომ იტალიური ფეხბურთისთვის რაღაც მნიშვნელოვანი გავაკეთეთ. ტაში „სანტიაგო ბერნაბეუზე“? როდესაც ასეთ თამაშს თამაშობ, დაძაბულობა დიდია, მაგრამ შემდეგ გცვლიან და გესმის გულშემატკივრების ტაში - ფანტასტიკური ემოციაა.

ტოტი - „სან სიროს“ ტაში? განსხვავებულია ტაშით სტადიონიდან გასვლა, რომელიც შენი არენა არაა. ჩვენთვის ფეხბურთელებისთვის გულშემატკივრების გახარება სიამაყის წყაროა.

მეგობრობა ტოტისა და დელ პიეროს შორის

დელ პიერო - ეს ეროვნულ ნაკრებში დაიწყო. ჩვენ ორ სხვადასხვა სამყაროს წარმოვადგენდით, დიდი დაძაბულობა გვქონდა, მაგრამ ურთიერთპატივისცემა. წლების გასვლასთან ერთად ჩვენს შორის არსებული მსგავსება კიდევ უფრო უკეთესი გახდა.

მუნდიალზე გამარჯვება

დელ პიერო - ეს შენ სრულყოფილებას განიჭებს. უნიკალური და წარმოუდგენელი ემოციაა. მაქსიმალური კმაყოფილება ფეხბურთელისთვის.

სინანული, რომ „ოქროს ბურთი“ ვერ მოიგეს

ტოტი - ეს არის პრიზი, რომლის მოგებას ყველა ფეხბურთელი ცდილობს, მაგრამ ადვილი არაა. მე ალესანდროსთან შედარებით ნაკლები შანსი მქონდა, რადგან „რომაში“ ტიტულების მოგება რთული იყო, მაგრამ სურვილი ყოველთვის მქონდა.

დელ პიერო - ეს არის ტიტული, რომლის მოგება ყველა ფეხბურთელს სურს. მისი მოგების დინამიკა და კრიტერიუმები დროთა განმავლობაში იცვლებოდა. რამდენმე წელი ახლოს ვიყავი გამარჯვებასთან, მაგრამ ვერ შევძელი და ეს გვერდი გადავფურცლე.

ცნობილი ხუმრობების ესკიზი, რომელიც რამდენჯერმე გაიმეორეს

ტოტი - ხუმრობების განმეორება იყო ნამდვილი ხუმრობა (იცინის).

დელ პიერო - დილით ვარჯიში გვქონდა, შემდეგ მთელი შუადღე ამ ხუმრობების განმეორებაში გავატარეთ.

ტოტი და დელ პიერო ნაკრებში

ტოტი - რა თქმა უნდა, შეიძლებოდა უფრო მეტი დრო გაგვეტარებინა მოედანზე ერთად. მე და ალექსს შეგვეძლო, როგორც ფლანგზე, ისე თავდამსხმელად ან გამთამაშებლად თამაში. სამწუხაროდ, ყოველთვის წყვეტდნენ, რომ ერთად არ უნდა გვეთამაში. თუმცა ჩვენ ყოველთვის ვიღებდით ამ გადაწყვეტილებებს და მწვრთნელს პატივს ვცემდით.

დელ პიერო - ტრაპატონი უფრო ხშირად გვათამაშებდა ერთად, თუმცა, სამწუხაროდ კორეის მსოფლიო ჩემპიონატი ყველას გვახსოვს. თუმცა ბევრი შანსი არ გვქონია. ეს დიდი ტკივილია, მაგრამ აშკარად მწვრთნელები საკუთარ ანალიზს აკეთებდნენ. ერთად თამაში ცუდად არ გამოგვდიოდა, გერმანია ორჯერ დავამარცხეთ, ფლორენციაში 4:1 და მსოფლიო ჩემპიონატზე.

კონკურენცია ძირითად შემადგენლობაში ადგილისთვის პრობლემებს იწვევდა მეგობრობაში?

დელ პიერო - არა, აბსოლუტურად არა. ჩვენ ერთიანი გუნდი ვიყავით. ყველას თავისი იდეები ჰქონდა, მაგრამ ნაკრებში, როდესაც მსოფლიო თასზე ვთამაშობდით, ეგოიზმის დრო არ იყო.

ტოტი - არ ყოფილა თამაში ან მწვრთნელი არჩევანი, რაც ჩვენს მეგობრობას დაანგრევდა. პრობლემა ისაა, რომ ყველა ჩვენსავით არ ფიქრობს.

ფეხბურთიდან დამშვიდობება

ტოტი - ჩემთვის ეს განსაკუთრებული, უჩვეულო დღე იყო. არასდროს მიფიქრია, რომ გულშემატკივრები ასე შორს წავიდოდნენ. ჩემთვის ეს ემოცია სკუდეტოზე და მსოფლიო თასზე წინ დგას. ამ დღისთვის სიტყვების პოვნა რთულია, მთელი სტადიონი ტიროდა და ამის ხილვა შესანიშნავი იყო. ეს არის სიყვარული და მას ვერავინ წაგვართმევს.

დელ პიერო - შემიძლია ზუსტად იგივე ვთქვა, რაც ფრანჩესკომ. ეს დღე ყველა ასპარექტში წარმოუდგენელია.

ამის შემდეგ საუბარში ხავიერ ძანეტი და პაოლო მალდინიც ჩაერთვნენ:

მალდინი - სპორტმა გუნდური სული და საერთო მიზანი მასწავლა.

ძანეტი - გუნდური სულისკვეთება, გამძლეობა, სხვებისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომობა. ახლა ერთიანი სულისკვეთება კორონავირუსთან ბრძოლაშიც მნიშვნელოვანია.

ტოტი - სპორტი ჩემთვის დიდი ვნებაა. ჩემი ბავშვობის ოცნება, ყოველთვის ვცდილობდი 100%-ით დახარჯვას. ეს თამაში არ შედგება ინდივიდებისგან, არამედ გუნდისგან.

დელ პიერო - სპორტი მოთამაშისთვის ცხოვრებაა. მე აღმოვაჩინე ცხოვრების ბალანსი: გადაწყვეტილებებსი მიღება, წესების დაცვა. ბევრი საერთო შეგვიძლია ვიპოვოთ ცხოვრებასთან.

მალდინის ჯანმრთელობა

მალდინი - გრძელი გრიპი მქონდა. ვცდილობდი მევარჯიშა დარბაში, მაგრამ 10 წუთში ფაქტობრივად მკვდარი ვიყავი. აშკარად მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა და შემდეგ კორონავირუსზე დადებითი აღმოვჩნდი.

რჩევა კაპიტნებისგან

დელ პიერო - მე ყოველთვის შთაგონებული ვიყავი ადამიანებისგან, ყოფილი კაპიტნებისგან, რომლებიც დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ. თქვენ უნდა გქონდეთ ძალა, რომ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება, განსაკუთრებით რთულ მომენტებში.

მალდინი - როდესაც კაპიტნის სამკლავურს იკეთებ, დიდ სიამაყეს გრძნობ. მე ბევრი დადებითი მაგალითი მქონდა, თუმცა ყველა ჩვენგანი უნიკალურია.

ძანეტი - უნდა დარჩეთ იგივე ადამიანად. ნუ შეიცვლებით, როდესაც კაპიტანი გახდებით. ყოველთვის უნდა სცემდეთ თანაგუნდელებს პატივისცემა, რომელთანაც იზიარებ დადებით და უარყოფით მაგალითებს.

ტოტი - კაპიტნის სამკლავური ყველაფერია, მისი ტარება ადვილი არაა, საჭიროა სითამამე, ძალა, პატივისცემა.

როგორი კაპიტანი იყო მალდინი?

ტოტი - სამაგალითო.

დელ პიერო - მას არასდროს არაფერი შეშლია, ყოველთვის მზად იყო სხვების დასახმარებლად. თავის როლს ყოველთვის ფანტასტიკურად ასრულებდა., როგორც ტრაპატონისთან, ასევე მამამისთან თამაშის დროს. როგორც ის, ისე მამამისი სამაგალითოები იყვნენ.

ძანეტისთვის და მალდინისთვის როგორი იყო დელ პიეროს და ტოტის შეჩერება?

ძანეტი - ძალიან რთული იყო მათი შეჩერება. უამრავი თვისება და ხარისხი ჰქონდათ. ისინი ორი დიდი ჩემპიონი არიან.

მალდინი - საჭიროა ძალიან იუხეში მათ წინააღმდეგ (იცინის). მოედანზე ფრანჩესკოსთან და ალესანდროსთან ხშირად ვხუმრობდი.

ყველაზე სასაცილო ეპიზოდი მოედანზე?

ტოტი - როდესაც პაოლოს ვუთხარი, რომ ჰოლანდიელებთან პენალტს პანენჯას სტილში შევასრულებდი. ის გაოგნებული იყო.

0.114058