ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ჯანლუკა ვიალი სიმსივნისგან განიკურნა. ამის შესახებ თავად ვიალიმ განაცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ საშინელი დაავადება აღარ აქვს და ახლა ბედნიერია.
„კარგად ვარ, დეკემბერში დავამთავრე 17-თვიანი ქიმიოთერაპია, ერთი 8-თვიანი და მეორე 9-თვიანი ციკლი. რთული იყო ჩემსავით ძლიერი ადამიანისთვისაც კი. ჩემი ტესტები აღარ აჩვენებენ სიმსივნის დაავადებას. გამოჯანმრთელება ნიშნავს, რომ ახლა თმების გაზრდაც შემიძლია, ძალიან გამიმართლა და ძალიან ბედნიერი ვარ“, - განაცხადა ვიალიმ.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუკა ვიალი კარიერის განმავლობაში „სამპდორიას“, „იუვენტუსისა“ და „ჩელსის“ ღირსებას იცავდა.