იტალიის მოქმედი ჩემპიონი „იუვენტუსი“ ჯანლუიჯი ბუფონთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. Corriere Della Sera-ს ინფორმაციით, მხარეები შეთანმხდნენ.
ბუფონი ტურინულ კლუბთან ხელშეკრულებას 2021 წლის ზაფხულამდე გააფორმებს და ფეხბურთში 43 წლამდე დარჩება. გარდა ამის შავ-თეთრები კონტრაქტს ჯორჯო კიელინისაც გაუხანგრძლივებს.
ორივე იტალიელეს 30 ივნისს ეწურებათ კონტრაქტები, ჯორჯო ბუფონისგან განსხვავებით 2-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.
შეგახსენებთ, რომ ბუფონს „იუვენტუსში“ 667 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო კიელინის - 509 (36გოლი).