ზუსტად 19 წლის წინ ისტორიული მატჩი შეგდა. ავსტრალიის ნაკრებმა მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ამერიკის სამოას უმასპინძლა და 31:0(!) გაანადგურა.
ეს 2001 წლის 11 აპრილს მოხდა და დღემდე სანაკრებო დონეზე სარეკორდი გამარჯვებაა. მაშინ რვა გოლის გატანა დევიდ ზრდილიჩმა მოახერხა, არჩი ტომპსონმა კი მეტოქის კარი 13-ჯერ დალაშქრა.