იტალიურ „მილანში“ გერმანელი სპეციალისტის რალფ რანგნიკის შესაძლოს დანიშვნის შესახებ საუბარი ბოლო დროს გახშირდა. თუმცა თავად რანგნიკმა ამ ეტაპზე ეს ცნობა უარყო.
„არაფერია, ეს მხოლოდ ვარაუდებია და რეალობასთან საერთო არაფერი აქვს“, - აღნიშნა რანგნიკმა.
შეგახსენებთ, „შალკესა“ და „ლაიფციგის“ ყოფილი მწვრთნელი „მილანში“ მომდევნო სეზონიდან განიხილება.