ფეხბურთი

17:06 | 7.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლუკ შოუ: "იბრაჰიმოვიჩთან ერთად თუ წააგებდი, მკვდარი იყავი"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველმა ლუკ შოუმ ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად „ოლდ ტრაფორდზე“ გატარებული პერიოდი გაიხსენა. ინგლისელის განცხადებით, შვედს წაგება ვარჯიშებზეც კი არ უყვარდა.

„ვფიქრობ, რომ ის გამარჯვებული დაიბადა. ვარჯიშების დროს სპარინგების დროსაც კი თუ ისი გუნდი არ მოიგებდა და ამ გუნდში თამაშობდი, მკვდარი იყავი. მის გვერდით ვერ შეძლებდით კონცენტრაციის დაკარგვას. მის ნებისმიერ თანაგუნდელს შეგიძლიათ ჰკითხოთ და გიპასუხებთ, რომ ასე იყო. ზლატანის მძიმე ტრავმა ჩვენთვის შოკი იყო“, - თქვა შოუმ.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი ინგლისურ გუნდში 2016-2018 წლებში თამაშობდა.

0.118811