მადრიდის „რეალი“ კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნებას არ აპირებს. ამის შესახებ კატალონური გამოცემა Mundo Deportivo ავრცელებს.
როგორც ხსენებული გაზეთი წერს, მადრიდელებმა პორტუგალიელმა 2018 წლის შემდეგ, როდესაც მან გუნდი დატოვა, ურთიერთობა გამოასწორეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დამდეგ ზაფხულს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ რონალდუს დაბრუნება იგეგმება.
როგორც ირკვევა, მადრიდელთა პრიორიტეტია, რომ გუნდი უფრო მეტად ახალგაზრდა შემტევით გააძლიერონ, მაგალითად, განიხილება კილიან მბაპეს ან ერლინგ ჰოლანდის ვარიანტი.
რონალდუს კი დიდი ალბათობით, ისევ „იუვენტუსში“ ვიხილავთ, რომელთაც კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.