მიუნხენის „ბაიერნმა“ ტომას მიულერთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. გერმანული გუნდის ინფორმაციით, გამოცდილი შემტევი „ალიანც არენაზე“ 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება.
„ჩემთვის ეს კომპანია მხოლოდ სამსახური არაა, ეს ჩემი ვნებაა. კონტრაქტის გახანგრძლივება მთავარი პრიორიტეტი იყო. ცხოვრების ორი მესამედი „ბაიერნთან“ ერთად გავატარე, ბედნიერი ვარ, რომ ხელშეკრულება ორი წლით გავაგრძელე და მოედანზე ყველაფერს გავაკეთებ“, - აღნიშნა მიულერმა.
შეგახსენებთ, რომ მიულერი „ბაიერნის“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2009 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში 30 წლის გერმანელმა 36 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 19 საგოლე პასი შეასრულა. მთლიანობაში კი, „რეკორდმაისტერის“ მაისურით 521-ჯერ ითამაშა და მეტოქეები 195-ჯერ დაამწუხრა.